კარგა ხანია, „მილანმა“ ამსტერდამის „აიაქსის“ სერბ კაპიტან დუშან ტადიჩს დაადგა თვალი. ბოლო ორ თვეში რევერანსები მოლაპარაკებად იქცა – მილანელები ფეხბურთელის აგენტებთან კონტაქტზე გავიდნენ.

ტადიჩი არაა წინააღმდეგი, რამდენიმე სეზონი „როსონერიში“ გაატაროს. გასულ სეზონში 32 წლის ფეხბურთელმა სულ 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 17-ჯერ საგოლედ თანაგუნდელებს უპასა.