მსგავსი ამბები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. ლუის ჰემილტონი მეტისმეტად დიდი ფიგურაა მსოფლიო სპორტში საიმისოდ, რომ ახალი კონტრაქტი „მერსედესთან“ სამუშაო ატმოსფეროში გააფორმოს.
ბუნებრივია, იყო შამპანურიც, საზეიმო მიღებაც და კიდევ ორწლიან უკიდეგანო მეგობრობაზე საუბრები.
ჰემილტონი „მერსედესში“ 2013 წლიდან გამოდის და შვიდიდან ექვსი საჩემპიონო ტიტულიც ამ გუნდთან ერთად მოიგო. ჯერ უცნობია, ვინ იქნება ამ საჯინიბოს მეორე პილოტი. ვალტერ ბოტასი წლის ბოლოს გუნდიდან მიდის.