შეიძლება იყოს 4 ადამიანი, people playing sports და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება„ბათუმმა“ მიმდიმარე სეზონში მესამედ დაამარცხა უშუალო კონკურენტი – „დინამო.“ ერთხელ ბათუმში და აი, ხუთშაბათს მეორედ თბილისში.

თუ შარშანდელ ჩემპიონატს გავიხსენებთ, მაშინაც კარგა ხანს ლიდერობდნენ ზღვისპირელები მაგრამ სტაბილურობა აკლდათ, დაუგეგმავ ქულებს კარგავდნენ და ბოლოს მაინც თბილისელებმა აჯობეს.

წლეულსაც დაახლოებით იგივე სცენარით ვითრდება მოვლენები, ქულა-ქულაში მიჰყვებიან ერთმანეთს. თუმცა, ერთი განსხვავებით: „ბათუმი“ უფრო გაძლიერდა და გამოცდილებაც მოემატათ.

„დინამო“ კი…

არა, თბილისელებს ცუდად არ უთამაშიათ, იგებდნენ და კიდევ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა. მაგრამ მეორე ტაიმში სტუმრებმა იძალეს და ორი ულამაზესი ბურთი გაიტანეს. განსაკუთრებით ეფექტური ირაკლი აზაროვის გოლი გამოდგა, შორიდან, დამიზნებით.

შეგახსენებთ, რომ აზაროვი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და წლეულს იანვრიდან შეუერთდა ბათუმელებს. მისთვის „დინამოში“ ადგილი არ მოიძებნა, ვილი სანიოლმა კი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, people playing sports და ბალახი-(ი)ს გამოსახულებააზაროვი „ბათუმში“ გაუშვეს, ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოში.“ მართალია, შემოდგომამდე ლუკა თბილისელთა რიგებში  ითამაშებს, მაგრამ შემდეგ ხომ წავა. არადა 18 წლისაა და წლეულს დაიმკვიდრა ადგილი ძირითადში. ისიც აკადემიის აღზდილია…

მატჩის გმირი კი ჯოვინო ფლამარიონი გახდა, რომელმაც ბოლო წუთზე გაიტანა გამარჯვებისა. ეს ბრაზილიელის პირველი გოლი გახლდათ ბათუმურ კლუბში დაბრუნების შემდეგ.

მოკლედ, „ბათუმი“ ისევ ლიდერია.

„დილამ“ უნმიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა „ლოკომოტივთან“ და მესამე ადგილი „წაართვა“ „რკინიგზელებს.“ ამ უკანასკნელებმა კი ბოლო დროს სვლას უკლეს, ზედიზედ ხუთგამარჯვებიანი სერიის შემდეგ, ბოლო ოთხ ტურში მესამედ დამარცხდნენ.

21-ე ტურის დანარჩენი მატჩები 2-4 ივლისს გაიმართება.

დინამო 1:2 ბათუმი

1:0 მარუშიჩი (17), 1:1 აზაროვი (78), 1:2 ფლამარიონი (90)

დილა 2:1 ლოკომოტივი

1:0 კაპანაძე (18), 1:1 გავაშელიშვილი (62), 2:1 კამარა (71)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

მეგოლეები: გიორგი ფანცულაია (ბათუმი) – 10, ზორან მარუშიჩი (დინამო) – 9,             გიორგი გაბედავა (დინამო) – 8, სერგო კუხიანიძე (სამგურალი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), დმიტრი მანდრიჩენკო (საბურთთალო) – 7