See the source imageთხუთმეტდღიან შვებულებაში გასვლამდე კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენის” ბოსებს შეატყობინა, რომ ახალ კონტრაქტს აღარ განიხილავს და თუ წლეულს არ გაასხვისებენ, შეახსენა, რომ გაისად თავისუფალი აგენტი ხდება.

არადა, პარიზელები მეტისმეტად გულუხვ შეთავაზებას აპირებდნენ, რომელიც კილიანის ოჯახის წევრებსაც შეეხებოდა.

კერძოდ, მის 15 წლის ძმას უკვე გაუფორმეს სამწლიანი კონტრაქტი. მბაპე კი მაინც შეუვალია და „რეალში“ თამაში სურს.

ამრიგად, მბაპე შეიძლება გუნდიდან წავიდეს, მაგრამ მოსალოდნელია მატებაც. ამბობენ, რომ დღე-დღეზე კონტრაქტს გააფორმებს სერხიო რამოსი, რომელიც თავისუფალი აგენტია.

პსჟ 35 წლის ფეხბურთელს 1+1 სისტემის კონტრაქტს სთავაზობს, რაზეც სერხიო თანახმაა, თუკი წელიწადში 13 მილიონ ევროს გადაუხდიან.