ლა ლიგამ 2021-22 წლების კალენდარი გამოაქვეყნა. ისევე, როგორც გასულ სეზონში, კალენდარი ამჯერადაც ასიმეტრიულია. რაც შეეხება „ელ კლასიკოს’, პირველი შეხვედრა გაიმართება მე-10 ტურში, 24 ოქტომბერს, საპასუხო კი 29-ე ტურში — 20 მარტს.

უკვე ზედიზედ მეოთხე სეზონია, „ბარსელონასა” და „რეალის” პირველი დაპირისპირება „კამპ ნოუზე” გაიმართება, მეორე კი მადრიდში.

„რეალი” სეზონს კვლავ ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე დაიწყებს, თუმცა 20 მარტისთავის განახლებული „სანტიაგო ბერნაბეუ” თამაშების სამასპინძლოდ მზად იქნება.