შეიძლება იყოს 2 ადამიანი და აუზი-(ი)ს გამოსახულებათბილისში მიმდინარე მსოფლიო ლიგის სუპერფინალი საქართველოს ნაკრებმა ბოლო ადგილით დახურა.

დასკვნითი შეხვედრა დეიან სტანოიევიჩის გუნდმა საფრანგეთის ნაკრებთან ძალიან სუსტად ჩაატარა და 5:10 დამარცხდა.

პირველი გოლი ჩვენების იყო, შემდეგ ფრაგებმა ზედიზედ სამი გაიტანეს და მეოთხედიც მოიგეს. მეტოქეს აღებული ტემპი მესამე მეოთხედის ბოლომდე არ დაუგდია და დასკვნითი პერიოდის წინ 8:3 დაწინაურდა. მხოლოდ ბოლო მეოთხედში გავახერხეთ ფრე და ფრანგებს სხვაობის გაზრდის საშუალება აღარ მივეცით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირზე მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო – პირველ ტურში იაპონია 13:12 დაამარცხა. თუმცა, შემდეგ ყველა მატჩი წააგო. იაპონიის ნაკრებმა კი, ტურნირზე მეხუთე ადგილი დაიკავა.