გახსოვთ პატრიკ შიკის გოლი შოტლანდიას რომ შეუგდო? მანძილი კარამდე 45,5 მეტრი იყო და ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე შორიდან გატანილია.
პედრიმ, რითი ვარ შიკზე ნაკლებიო და, მანაც საკუთარ კარში შეაგდო. მანძილი გაინტერესებთ? 44.8 მეტრი და ეს არის პირველი ავტოგოლი, რომელიც საჯარიმოს გარედან გავიდა. ცხადია, ყველაზე შორეულიც… ეს ამბავი ხორვატია – ესპანეთის ფრიად დრამატულ მატჩში მოხდა, რომელიც ესპანელებმა დამატებით დროში 5:3 მოიგეს.