ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ლუკ შოუმ ვერ გაიგო, რატომ გადაეკიდა ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ. შოუ, რომელიც ევრო 2020-ზე გერმანიასთან მერვედფინალისთვის ემზადება, გაოცდა, როდესაც წაიკითხა, თუ როგორ გააკრიტიკა მისმა, „მანჩესტერ იუნაიტედის” დროინდელმა თავკაცმა ჩეხეთის ნაკრებთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში სტანდარტული მდგომარეობების დროს უამრავი წუნის გამო.

25 წლის შოუმ თქვა: „დასამალი არ არის, რომ მე და მოურინიუ ერთმანეთს ვერ ვეწყობით, მაგრამ დროა ძველი დავივიწყოთ და ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გავაგრძელოთ. მე ვცდილობ გავაგრძელო ცხოვრება, ის კი ეტყობა ვერ ახერხებს ამას.

იმედი მაქვს, ის ბოლოს და ბოლოს იპოვის ძალას, რომ ჩემზე აღარ იფიქროს. ჯერჯერობით კი აშკარაა, რომ მოურინიუ ბევრს ფიქრობს ჩემზე. მე მის გონებაში ვზივარ.

გულწრფელად რომ გითხრათ, ვერაფრით მივმხვდარვარ რატომ ცდილობს სულ ჩემსკენ გამოიშვიროს თითი. მე არ მგონია, რომ ჩეხებთან შეხვედრაში სტანდარტულებში ასეთი ცუდები ვიყავით.

თუ სწორედ მახსოვს, მეორე ტაიმში იყო ერთი კუთხური, რომელიც მართლა ცუდად ჩავაწოდე, პირველ კაცს ვერ გადავაცილე, მაგრამ ამის გარდა კიდევ იყო ორი თუ სამი და საქმე დრამატულად ნამდვილად არ გვქონია.

რა გაეწყობა, დავეჩვიე, რომ მოურინიუ ჩემზე მხოლოდ ცუდს ლაპარაკობს და ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო. მთავარია ინგლისის ნაკრების მწვრთნელები და თავად გარეთ საუთგეიტი რას იტყვიან ჩემს შესახებ. მათ ნათქვამს გავითვალისწინებ”.