შეიძლება იყოს 1 ადამიანი, playing football და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაპირველი კვლავ „დინამოა.“ დინამოელებმა საკმაოდ რთულ მატჩში დაამარცხეს სტუმრად „ტორპედო.“

ერთადერთი  გოლი 25-ე წუთზე გიორგი კუციამ გაიტანა. ეს საიუბილეო, მე-80 ქართული დერბი გახლდათ.

აქედან, მტკვრისპირელებმა 42-ედ გამარჯვეს. 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა. 17-ჯერ კი რიონისპირელებმა მოიგეს.

აი, უშუალო კონკურენტ „ბათუმს“ კი მოულოდნელად  მეზობელ „შუქურასთან“ გაუჭირდა. გახსოვთ ალბათ, წინა წრეში გეგუჩაძის შეგირდებმა ქობულეთელებს 8:1 მოუგეს. შესაძლოა, რევანშის წყურვილიც იყო.

ერთი კი ცხადია, უკვე 92-ე წუთი მიმდინარეობდა და მასპინძელი ბათუმელები 1:2 აგებდნენ. ამ დროს მათ ჯარიმის უფლება მიიღეს, რომელიც შესანიშნავად შეასრულა გიორგი ზარიამ. 2:2. „შუქურას“ უკვე 11 ტურია არ მოუგია.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, people playing football, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებასამაგიეროდ, ეტყობა, „თელავმა“ კრიზისი მართლაც დაძლია. ამჯერად მათ სენსაციურად მოუგეს აჩქარებით მავალ „ლოკომოტივს“ საგურამოში.

გიორგი მიქაძის შეგირდებმა ზედიზედ მესამედ გაიმარჯვეს და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს. „ლოკომოტივმა“ კი უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

მიჯრით მეორედ გაიმარჯვა „დილამ.“ ამჯერად გორელებმა სამტრედიაში მოიგეს თორნიკე კაპანაძისა და გვინეელი უსმანე კამარას (პენალტით) გოლებით.

„სამტრედია“ კი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და გავარდნის მთავარი კანიდიდატია.

ტურის ბოლო მატჩი სამშაბთს, 29 ივნისს გაიმართება წყალტუბოში, სადაც „სამგურალი“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს.

ტორპედო 0:1 დინამო

0:1 კუცია (25)

ბათუმი 2:2 შუქურა

0:1 სარდალიშვილი (27), 1:1 ფანცულაია (45), 1:2 კუპატაძე (61 საკ. კარში), 2:2 ზარია (90+2)

ლოკომოტივი 2:3 თელავი

0:1 შეყილაძე (8), 0:2 ციცქიშვილი (37), 1:2 შონია (50), 1:3 რუხაძე (83), 2:3 სიხარულიძე (90 პენ)

სამტრედია 1:2 დილა

0:1კაპანაძე (50), 0:2 კამარა (53 პენ), 1:2 ლომთაძე (84)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი25158251:2053
დინამო25153738:1948
საბურთალო251010535:2540
დილა25117728:2340
ლოკომოტივი251141042:4337
სამგურალი25810728:2834
ტორპედო255101023:3125
თელავი25671221:3725
შუქურა25491219:3521
სამტრედია25441724:4816

მეგოლეები: გიორგი ფანცულაია (ბათუმი) – 10, ზორან მარუშიჩი, გიორგი გაბედავა (ორივე – დინამო) – 8, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), დმიტრი მანდრიჩენკო (საბურთალო) – 7