See the source imageჩეხეთის ნაკრებთან ევრო 2020-ის მერვედფინალურ ეტაპზე მარცხი მორიგი წყალგამყოფი აღმოჩნდება ფრანკ დე ბურისთვის.

ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო ფედერაცია მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებას აპირებს.

არადა, კაცი ბჭობდაო – ფრენკს სულ დეტალებში ჰქონდა გაწერილი ამსტერდამის არხებში საჩემპიონო სვლის სცენარი.

წარსულში დე ბურს „აიაქსში“, „ინტერში“, „კრისტალ პალასში“ და ამერიკულ „ატლანტაში“ უმუშავია, ეროვნული ნაკრები კი სექტემბერში მას შემდეგ ანდეს, რაც რონალდ კუმანი „ბარსელონაში“ გადაბარგდა.