ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონია! პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე შეჯიბრებაზე რუსთაველმა ნიჩბოსანმა 1000 – მეტრიან დისტანციაზე ოქროს მედალი მოიგო.
საინტერესოა, რომ მეორე ადგილზე რუსი მაქსიმ კარატაევი გავიდა, რომელსაც ქართველმა 1,4 წამით აჯობა. ჩვენიანს სრული დისტანციის დასაფარად 4.01 წუთი დასჭირდა.
კიდევ ორი ქართველი – მურმან მალანია და ლიდია სულაბერიძე კი ნახევარფინალში არიან და ფინალში გასვლას ეცდებიან…