ეს უკვე ნამდვილი ფესტივალია – ოცწლიანი განშორების შემდეგ „პარმაში“ დაბრუნებით ჯანლუიჯი ბუფონმა კიდევ ერთხელ მოინადდირა „ენიო ტარდინი“.
ჯიჯის პრეზენტაციაზე დასასწრები 1000 ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა და რამდენიმე ათეული ათასიც კარგად გასაღდებოდა.
ბუნებრივია, ბუფონის ამ ნაბიჯის სარჩული უფრო ემოციურ-რომანტიკულია, ვიდრე სპორტული. „მე ყოველთვის ინსტიქტებით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ. ახლა გულმა მიკარნახა და ვბრუნდები სახლში, სადაც უამრავი მეგობარი მეგულება”, – თქვა თავად ბუფონმა.
No description available.თუმცა, ყველა შემთხვეში მოიძებნება ხალხი, რომელიც ყველაზე რომანტიულშიც იპოვის პრაგმატულს – ჯიჯი ბუფონმა ცოტა ხნის წინ პარმასთან ახლოს საკუთარი სამეკარეო აკადემია გახსნა და პარალელურად იმასაც მიხედავს.
ცოტა გასაკვირია ჯიჯის წასვლა სერია B-ში, თუმცა შეგახსენებთ: როცა 2006 წელს „კალჩოპოლის“ სკანდალის გამო „იუვე“ ქვედა ლიგაში გაამწესეს, ჯიჯიმ მისთვის არამშობლიურ კლუბს უერთგულა. არადა, მაშინ მსოფლიო ჩემპიონი და ნომერ პირველი მეკარე იყო.
და რა გასაკვირია, თუ იგივეს მშობლიური კლუბისთვის 43 წლისა აკეთებს?!
კიდევ ერთიც: ამბობენ, ჯიჯის „ენიო ტარდინიზე“ მეფობა სურს და მთავარი მწვრთნელობით დაიწყებსო. მწვრთნელობა რომ სურს, არც მალავს. ეგ კი არა, „ატალანტადან“ და კიევის „დინამოდან“ თურმე გარკვეულ სიგნალებსაც ელოდა, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ.
დაველოდოთ. ფესტივალი „ჯიჯი“ პარმაში ახლაღა იწყება და არ უნდა ჰქონდეს ურიგო სიუჟეტი…