ევროპის ჩემპიონატზე უკვე ფლეი-ოფი იწყება, ოკეანის გადაღმა მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“ კი ჯერაც ჯგუფური ეტაპი მიდის.
მეოთხე ტურში სრულიად ტურნირის მატჩი-მშვენება გაიმართა. კოლუმბიელთა ჯიგრიანი კრებული თითქმის ბოლომდე უგებდა ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე ბრაზილიას.
შეცვლაზე შესულმა ბობი ფირმინომ მხოლოდ 78-ზე გაქვითა. მერე კი კაზიმირომ გამარჯვებისაც გაიტანა.
გოლი ოფიციალურად 90-ე წუთზე აღირიცხა, თუმცა ამ დროს მე-10 დამატებული წუთი მიდიოდა. თითქოს ამ გოლს ელოდაო, მსაჯმაც მალევე ჩასტვინა, ბრაზილიელებმა კი ისე გაიხარეს, გეგონებოდა, უკვე „კოპა“ აღმართესო.
See the source image