მოგეხსენებათ, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო და უკვე დატოვა დიდიე დეშამის გუნდის ბანაკი.

დემბელეს მკურნალობა ოთხ თვეს გასტანს, ხარჯებს კი ფიფა გაიღებს. ფიფასვე წესებით, თუ ფეხბურთელი ტრავმას საერთაშორისო კალენდარში შემავალი ტურნირისას მიიღებს, მის კლუბს კომპენსაცია ერგება.

თუ მკურნალობას 28 დღეზე მეტი სჭირდება, კომპენსაცია დღეში 21 ათასი ევროა. შესაბამისად, “ბარსელონა” დემბელეს სამკურნალოდ დაახლოებით 2,5 მილიონ ევროს მიიღებს.

See the source image