ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, ფინეთსა და ბელგიას შორის (0:2), რომელიც სანკტ-პეტერბურგში ტარდებოდა, მინდორზე ნახევრადშიშველი გოგონა გადმოხტა და გაინავარდა. ცხადია, ის დაცვის თანამშრომლებმა „შეიპყრეს.“
თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ნახევრადშიშველი კი არა, მთლად შიშვლებიც რამდენჯერ გვინახავს გაკუნტრუშებული მწვანე მინდორზე,
ამჯერად კი გოგონა კონკრეტული დავალებით გაგოგმანდა მწვანიანზე – მას მაისურზე WTF Coin ეწერა, რაც მონეტარულ კრიპტოვალუტას წარმოადგენს. ის ბიტკოინის კონკურენტი ყოფილა.
რეკლამაც ასეთი უნდა…