ევროპის ჩემპიონტზე ლგბტ საზოგადოების ფერებში გაწყობილი კაპიტნის სამკლავურის გამოჩანას ერთი ამბავი მოჰყვა. უფრო რომ დავკონკრეტდეთ გერმანელთა კაპიტანმა მანუელ ნოეიერმა უკვე ორი მატჩი ჩაატარა ფერადი სამკლავურით და ჩანს, შეცვლას არც მომავალი შეხვედრებისას აპირებს.
ცხადია, ნოიერის „მრავალფეროვნებით“ უეფაც დაინტერესდა, საქმეში გაერკვია და რამდენიმე დღეში გამოაცხადა, რომ ნოიერს მსგავსი სამკლავურით თამაშის სრული უფლება აქვს და მის შეცვლას ვერ აიძულებს. გერმანიის ფეხბურთის მამების განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერენ უმცირესობებს და ამგვარი გზავნილის გასავრცელებლად ფეხბურთი და მით უფრო ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო საშუალებაა.