კამერა გაწიე, ბიჭო – ეს ფრაზა ალბათ სხვა და სხვა ადგილებში, შესაძლოა, მოგისმენიათ, მაგრამ სტადიონზე?

30 წელზე მეტია საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და რა მიზეზით ჩაშლილი თამაშები არ გვინახავს, მაგრამ ის, რაც საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში მოხდა, აქამდე არსად მომხდარა და ალბათ არც მოხდება.

22 ივნისს მე-11 ტურის ცენტრალური მატჩში ერთმანეთს წინა სეზონის გამარჯვებული „ნიკე“ და ჩემპიონატის ლიდერი „ლანჩხუთი“ უნდა დაპირისპირებოდნენ. თბილისურმა კლუბმა, რომელიც მატჩის მასპინძელი იყო, მოედანი შეხვედრის დაწყებამდე დატოვა.

მიზეზი აბსურდულია – „ნიკემ“ გააპროტესტა, რომ გურულები მატჩის გადაღებას რამდენიმე კამერით გეგმავდნენ და თამაშზე უარი ამ მიზეზით თქვეს.

მომხდარს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და, დიდი ლაბათობით, ლანჩხუთს ტექნიკური მოგება (3:0) ჩაეთვლება.