პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ფერნანდო სანტუში ამბობს, რომ მიუნხენში, გერმანიის ნაკრებთან მძიმე მარცხს (2:4) მისი ფეხბურთელები ძალიან განიცდიან, მაგრამ დარწმუნებულია, რომ  გუნდი ფლეი-ოფში გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

„თამაშის შემდეგ, ჩვენს გუნდში სრული იმედგაცრუება და მოწყენილობა სუფევდა. შეხვედრის დამთავრების მერე ლამის დღემდე ხმა არავის ამოუღია. მე გუნდში ისეთი ფეხბურთელები მყავს, რომლებსაც დიდი ჯილდოები აქვთ მოგებული, მაგრამ ფინალებიც წაუგიათ და იციან მარცხი როგორ გადაიტანონ. მეც გამოცდილი მწვრთნელი ვარ და ვხვდები, რომ ახლა ლაპარაკის დრო არ არის.

ჩვენს F ჯგუფში ადგილები ჯერაც არ განაწილებულა. ამ ეტაპზე შესაძლო სცენარებზე ლაპარაკი არ მსურს. ჩვენ ბოლო ვთამაშობთ და საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ მოედანზე გასვლის წინ ზუსტად გვეცოდინება ვის რა აწყობს.

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: ჩვენ მსოფლიოს ათ უძლიერეს გუნდს შორის ვართ და მართალია, სტუმრად გერმანიის ნაკრებთან ფავორიტები არ ვიყავით, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, ფინალში კვლავ პორტუგალია და გერმანია რომ შეხვდნენ ერთმანეთს, პორტუგალია გაიმარჯვებს”.