სანამ მთელი ძველი კონტინენტი ევრო 2020-ის ციებ-ცხელებითაა შეპყრობილი, „მანჩესტერ სიტის“ 30 წლის ალჟირელი ვარსკვლავი რიად მაჰრეზი საბერძნეთში წასულა და კუნძულ მიკონისზე ერთობა თავის ახალ შეყვარებულ 23 წლის ტეილორ უორდთან ერთად, რომელიც ცნობილი ტელევარსკვლავისა და რეალითი შოუს წამყვანის, დოუნ უორდის ქალიშვილი ყოფილა.

ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, მაჰრეზი და ტეილორი ერთმანეთს წლეულს თებერვლიდან ხვდებიანო.

შეგახსენებთ, რომ ალჟირელი, მეუღლეს, რიტა ჯოჰალს, არცთუ დიდი ხნის წინათ დაშორდა და მასთან გოგონა ჰყავს.

Mahrez has been chilling out in Mykonos