შეიძლება იყოს 1 ადამიანი, playing a sport და ღია სივრცე-(ი)ს გამოსახულებაშეიძლება იყოს 2 ადამიანი, ხალხი ზის და შიგნით-(ი)ს გამოსახულებაეროვნული ლიგის გათამაშების მეორე წრე დასრულდა. ცხრილის სათავეში ისევ ორხელისუფლებიანობაა – „ბათუმს“ და „დინამოს“ 38-38 ქულა მოუგროვდათ. თუმცა, შეიძლება ვთქვათ, რომ მეორე წრე ზღვისპირელებმა უკეთ ჩაატარეს, რადგან პირველი წრის შემდეგ, მაშიდელი ლიდერი „დინამო“ 4 ქულით უსწრებდა უშუალო კონკურენტს.

ტურის მთავარი მატჩი, ცხადია, „დინამო“ – „ლოკომოტივი“ იყო. ხუმრობა ხომ არ არის, აქამდე „რკინიგზელებს“ ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოეგოთ და მესამე ადგილზე იდგნენ. ეგ არის, დინამოელებთან თამაშს დანაკლისით შეხვდნენ. მათი ლიდერი გურამ კაშია, ბრატისლავის „სლოვანში“ გადავიდა, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი წვრთნის. ჯამში გურამმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

კიდევ ერთი დანაკლისი 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილია, რომელიც მომავალი სეზონიდან „ვალენსიაში“ ითამაშებს. მის მაგიერ კარში ადგილი 33 წლის რევაზ თევდორაძემ დაიკავა, რომელსაც თავის დროზე საქართველოს ნაკრების კარიც დაუცავს და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ ეთამაშა, ისიც „დინამოსთან“ პირველ წრეში (1:3).

კახა ცხადაძეს კი თავისი საზრუნავი აქვს, „ნეფთჩისთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები კარს მოგვადგა.

ამჯერად „დინამომ“ აჯობა მეტოქეს. თამაშით აჯობა. დუბლი მიითვალა გიორგი გაბედავამ (ერთი გოლი პენალტით გაიტანა).

„ბათუმმა“ გიორგი ფანცულაიას დუბლით სძლია კერკეტ „დილას.“ შედეგად, გიორგის 8 გოლი მოუგროვდა და ბომბარდითა დავაში ლიდერ ზორან მარუშიჩს გაუთანაბრდა.

იმერული დერბი „ტორპედოსა“ და „სამგურალს“ შორის უგოლო ფრით დასრულდა.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი და people playing sports-(ი)ს გამოსახულება„საბურთალომ“ იოლად მოუგო „სამტრედიას“ (4:0), რომელიც ისევ ცხრილის ფსკერზე მოექცა. საბურთალოელთათვის კი ეს დღე ძალიან მძიმე გახლდათ – თამაშის დაწყებამდე გუნდებმა და გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ერთი წლის წინ დაღუპული ახალგაზრდა საბურთალოელი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას…

ამ გამარჯვების შემდეგ, ხვიჩა შუბითიძის გუნდმა მესამე ადგილზე აინაცვლა.

ჯანი გავარდესო – იტყვიან ხოლმე კახეთში: „თელავმა“ 110 დღიანი პაუზის შემდეგ გაიმარჯვა და ბოლოსწინა ადგილზე აინაცვლა…

სანუკვარი გამარჯვების გოლი კი ფირუზ მარაქველიძემ გაუტანა „შუქურას“ 65-ე წუთზე.

შეგახსენებთ, რომ „თელავმა“ წლეულს 28 თებერვალს, პირველ ტურში  მოუგო „სამტრედიას“ (1:0) და მას შემდეგ, 16 სათამაშო დღის განმავლობაში აღარ გაემარჯვა…

თელავი – შუქურა 1:0  (რუსთავში)

1:0 მარაქველიძე (65)

ტორპედო – სამგურალი 0:0

ბათუმი – დილა 2:0

1:0. 2:0 ფანცულაია (22, 40)

 საბურთალო – სამტრედია 4:0

1:0 გიორგაძე (17 საკ. კარში), 2:0 გოჩოლეიშვილი (42), 3:0 ნონიკაშვილი (83), 4:0 ოდუკო (90+1)

დინამო – ლოკომოტივი 2:0

1:0, 2:0 გაბედავა (17, 65 პენ)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი26168254:2056
დინამო26163743:2051
დილა26127730:2343
საბურთალო261110537:2643
ლოკომოტივი261241043:4340
სამგურალი26810828:3134
ტორპედო265101123:3225
თელავი26671321:3925
შუქურა26491320:3721
სამტრედია26441825:5316

მეგოლეები: გიორგი ფანცულაია (ბათუმი), ზორან მარუშიჩი (დინამო) – 8, გიორგი გაბედავა (დინამო), დმიტრი მანდრიჩენკო (საბურთალო) – 7, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი), იური ტაბატაძე (საბურთალო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი) – 6