About Wembley Stadiumbne IntelliNews - Budapest inaugurates monumental Puskas Arenaდიდი შანსია, უეფამ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ლონდონიდან ბუდაპეშტში გადაიტანოს. საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება არ აპირებს გამონაკლისი დაუშვას ფინალის 2500 ვიპ-სტუმრისთვის. ეს ფიფას და უეფას ჩინოსნები და სპონსორები არიან. მოქმედი რეგულაციებით, ბრიტანეთში შემსვლელებმა 10-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ. თანაც, „უემბლიზე“ მხოლოდ ტევადობის ნახევარს (45000 მაყურებელი) დაუშვებენ.

სამაგიეროდ, მომდევნო კვირიდან უნგრეთი შენგენის ზონის მოსახლეობისთვის ყველა შეზღუდვას აუქმებს და სტადიონზეც ტრიბუნების 100 პროცენტს ავსებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულიდან გადატანეს. მაშინ მასპინძლობის ფავორიტი ლონდონი იყო, მაგრამ იმავე საკარანტინე ზომების გამო ფინალი პორტუში წავიდა. ლონდონში არ სურთ კიდევ ერთი ფინალის დაკარგვა, მაგრამ როგორც იტყვიან „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე“.