ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ჩვენებურმა მეოთხედფინალში სამხრეთაფრიკელი ლოიდ ჰარისს 6:4; 7:6 მოუგო.

პირველ სეტში გადამწყვეტი მე-10 გეიმი გამოდგა. მანამდე ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებას კარგად იყენებდა. ბოლოს ბასილაშვილმა ბრეიკი გაახერხა და ანგარიშში დაწინაურდა.

მეორე სეტის ბოლოსკენ ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს: ჯერ ბასილაშვილმა დათმო საკუთარი მოწოდება, მაგრამ იქვე დაიბრუნა და საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. იქ კი, ჩვენებური უკეთ გამოიყურებოდა.

ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელი რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება.

ჰალეს ტურნირის საპრიზო ფონდი 1.455.925 ევროა.