ჯენარო გატუზომ, რომელიც „ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელად 25 მაისს დაინიშნა, კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციით, გატუზოს, კლუბის მფლობელ როკო კომისოს და სპორტულ დირექტორ ჯანკარლო ანტონიონის შორის საკადრო საკითხებზე მოხდა უთანხმოება.
კერძოდ: რინოს ნიკოლას გონსალვეშის და სერჟიუ ოლივეირას შეძენა სურდა. ამ ფეხბურთელთა აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელიც გატუზოს ინტერესებსაც წარმოადგენს. ეჭვიც იმან გააჩინა, რომ ამ მოთხოვნის მიღმა მენდეშის ფინანსური ინტერესები იდგა.