ლევან მაისაშვილმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მარტყოფის მშვენიერ სარაგბო ბაზაზე შეკრიბა და მომავალი ოთხი მატჩისთვის მოსამზადებლად 37 მოთამაშეს უხმო, რომელთაგან 7-ს ბორჯღალიანი კვართი აქამდე არასდროს მოურგია. საბოლოოდ მაისაშვილი არჩევანს 33 მოთამაშეზე შეაჩერებს და თელავში სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ნიდერლანდების ნაკრებს, რის შემდეგაც სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიო ჩემპიონ „ქურციკებთან“ ორმატჩიანი სერიის გასამართად გაემგზავრებიან და ზაფხულის ტესტებს „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან ჯახით დაასრულებენ.
გამოდის, რომ საბოლოო საზაფხულო რაზმში სულ მცირე 3 ახალბედა იქნება. თუმცა, სამართლიანობა იმის აღნიშვნას მოითხოვს, რომ დებიუტანტების სიმრავლე ლიდერთა ტრავმების გამოა.
აი, სავარაუდო ახალბედები: მიხეილ ორაგველიძე, ლუკა ნიორაძე, ლუკა ჯაფარიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, ილია სპანდერაშვილი, ოთარ ლაშხი და დავით მესხი.
შედარებისთვის, ტრავმირებულებსა და სხვა მიზეზების გამო შეკრებაზე არმყოფთა სიასაც ჩამოვწერთ: მიხეილ ნარიაშვილი, ნიკა აბულაძე, ლუკა აზარიაშვილი, გიორგი ნუცუბიძე, ვანო კარკაძე, ლაშა ჯაიანი, გრიგორ ქერდიყოშვილი, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, ბექა გორგაძე, თამაზ მჭედლიძე, ლაშა ლომიძე და სოსო მათიაშვილი. კომენტარი მართლაც ზედმეტია.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული რაზმი ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის:
ბურჯები: ბექა გიგაშვილი („ტულონი“), გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ-92“), ნიკოლოზ ხატიაშვილი („ჰიუსტონ სეიბრქეთსი“), მიხეილ ორაგველიძე („გორი“), გიორგი მელიქიძე („სტად ფრანსე“), ლუკა ჯაფარიძე („ბრივი“), გია ხარაიშვილი („რასინგ-92“).
კვაჭები: ჯაბა ბრეგვაძე („აჟენი“), შალვა მამუკაშვილი (უკლუბო), გიორგი ჭყოიძე („ლოკომოტივ-პენზა“), ლუკა ნიორაძე („ორიაკი“).
მეორეხაზელები: კოტე მიქაუტაძე („ბაიონი“), ნოდარ ჭეიშვილი („აია“), დავით გიგაური („ტარბი“), გიორგი ჯავახია („ორიაკი“), მიხეილ ბაბუნაშვილი („აია“).
მესამეხაზელები: ბექა საღინაძე („ლიონი“), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), მიხეილ გაჩეჩილაძე („ენისეი-სტმ“), გიორგი ცუცქირიძე („ორიაკი“), ირაკლი ცხადაძე (უკლუბო), ილია სპანდერაშვილი („ლოკომოტივ-პენზა“).
№9: ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“), გელა აფრასიძე („მონპელიე“), მიხეილ ალანია („ორიაკი“).
მგეზავები: თედო აბჟანდაძე („ბრივი“), გიორგი ბაბუნაშვილი („აია“).
შუამარბები: მერაბ შარიქაძე (კაპ. უკლუბო), გიორგი კვესელაძე („გლოსტერი“), დემურ თაფლაძე („ლელო-სარასენსი“), ოთარ ლაშხი („ლელო-სარასენსი“).
გარემარბები: სანდრო თოდუა („ბათუმი“), აკაკი ტაბუცაძე („ლელო-სარასენსი“), მირიან მოდებაძე („აია“), დავით მესხი („ენისეი-სტმ“).
ფულბექები: დავით ნინიაშვილი („ლიონი“), ლაშა ხმალაძე („ბათუმი“).