See the source imageნიონში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ევროტურნირებზე მონაწილე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა.

თუ კახა ცხადაძის გაწვრთნილი თბილისის „დინამო“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდი ბაქოს „ნეფთჩის“ დაამარცხებს, შემდეგ მეტოქედ ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ ელოდება.

პირველი მატჩი 20-21 ივლისს პირეოსში გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩს თბილისი ან ბაქო უმასპინძლებს.

გაირკვა კონფერენციის ლიგაში მონაწილე სამივე ქართული კლუბის შესაძლო მეტოქეც:

იმ შემთხვევაში თუ ბათუმის „დინამო“ სან მარინოს „ტრე პენეს“ დაამარცხებს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორისოვის ბატე-ს შეხვდება;

„გაგრა“ თუ ჩერნოგორიის „სუტიესკას“ გაივლის, მისი მეტოქე თელ ავივის „მაკაბი“ იქნება;

გორის „დილა“ სლოვაკური „ჟილინას“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიმასოლის „აპოლონს“ დაუპირისპირდება.

კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 22 და 29 ივლისს გაიმართება.  პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები კი შეგახსენებთ 8 და 15 ივლისსა დაგეგმილი.