პედრი მხოლოდ 18 წლის არის, მაგრამ უკვე თავბრუდამხვევი კარიერა აქვს. კანარის კუნძულებიდან წამოსულ ყმაწვილკაცს ჯერ „ბარსელონას” შემადგენლობაში ჰქონდა შესანიშნავი სეზონი, შემდეგ კი გუშინდელი დღეც გაუთენდა — გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია.
ზემოთ ვთქვით, რომ პედრი არის 18 წლის, უფრო ზუსტად კი ის გუშინ, ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებთა შეხვედრაში (0:0) 18 წლის, ექვსი თვის და 18 დღის იყო.
ლუის ენრიკეს ფავორიტი სულ რაღაც ერთ წელიწადში, „ლას პალმასიდან” მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე ავიდა. შვედებთან შეხვედრაში, მწვრთნელმა ის კოკესთან და როდრისთან ერთად დააყენა „ლა როხას” სამკაციან ნახევარდაცვაში.
გთავაზობთ იმ ათი ფეხბურთელის ჩამონათვალს, რომელთაც, ესპანეთის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ყველაზე ახალგაზრდებმა ითამაშეს:
- პედრი გონსალესი — 18 წლის, 6 თვის და 18 დღის.
- ტენდილიო — 19 წლის, 4 თვის, 11 დღის.
- ფერნანდო ტორესი — 20 წლის, 2 თვის, 23 დღის.
- სესკ ფაბრეგასი — 21 წლის, 1 თვის, 6 დღის.
- ხერარდ ლოპესი — 21 წლის, 3 თვის, 13 დღის.
- ხოსე ანხელ ირიბარი — 21 წლის, 3 თვის, 19 დღის.
- ფრანსისკო ლოპეს ალფარო — 21 წლის, 7 თვის, 19 დღის.
- რობერტ ფერნანდესი — 21 წლის, 11 თვის, 22 დღის.
- სერხიო რამოსი — 22 წლის, 2 თვის, 11 დღის.
- ხულენ გერერო — 22 წლის, 5 თვის, 2 დღის