შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ჩემპიონ თბილისის „დინამოს” მეტოქედ აზერბაიჯანის პირველობის გამარჯვებული ბაქოს „ნეფთჩი” ერგო.
მატჩები 6-7 და 13-14 ივლისს ჩატარდება. პირველ შეხვედრაში მასპინძელი კახა ცხადაძის გუნდი იქნება.
თუ „დინამო” მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა უკვე განუთესავთა შორის მოხვდება.
მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა უკვე 16 ივნისს გაიმართება.





