ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს 500-იანი ტურნირის მერვედფინალში გავიდა. ამჯერად ჩვენიანმა ვეტერანი ფრანგი ჟილ სიმონი 6:1 3:6 6:4 დაამარცხა

შეხვედრის სტარტი ნიკას იდეალური გამოუვიდა – ორჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა. ქართველ ჩოგბურთელს მხოლოდ 36 წუთი დასჭირდა პირველი სეტის მოსაგებად – 6:1.

მეორე სეტის მე-8 გეიმში ფრანგმა ჩოგბურთელმა ჯერ მშრალი ანგარიშით მოიგო მეტოქის ჩაწოდება, ხოლო შემდეგ კი უპრობლემოდ გაათანაბრა სეტებს შორის ანგარიშიც 1:6 6:3.

გაამწყვეტი პარტი ფრანგის ფსიქოლოგიურ და სათამაშო უპირატესობით დაიწყო – სიმონი  გაცილებით უკეთესად გადაადგილდებოდა კორტზე და ნიკას ჩაწოდებაზე რეგულარულად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე. ნიკას გაუმართლა, რადგანაც 36 წლის სიმონმა მეხუთე და მეშვიდე გეიმებში ბრეიკის შესრულების ორ-ორი შანსი გაანიავა, ხოლო მეცხრეში – ერთი. თუმც, ბასილაშვილმა ბოლომდე იბრძოდა და ეს დაუფასდა კიდეც – მე-10 გეიმში ფრანგის ჩაწოდებაზე მატჩპოინტი მიიღო, რომელიც გამოიყენა და მატჩიც სათავისოდ დაასრულა.

მერვედფინალში ბასილაშვილი სავარაუდოდ იანიკ ჰანფმანს შეხვდება.

ბასილაშვილმა ჟილ სიმონი დაამარცხა