Christian Eriksen had his life saved on the pitch by two brothers, Anders and Morten Boesenდანიელი კრისტიან ერიკსენი სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა და მის გადარჩენაში დიდი როლი ითამაშეს დანიელმა მედიკოსებმა, უეფას ექიმებმა, ჰოსპიტლის პერსონალმა დ მისმა თანაგუნდელმა სიმონ კიაერმა.

დანიელ მედიკოსებს შორის, ახლა უკვე გმირი ძმები, მორტენ და ანდერს ბოესენებიც იყვნენ. საინტერესოა, რომ ისინი თავის დროზე ბადმინტონის პროფესიონალი მოთამაშეები ყოფილან და ერთი მათგანი მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეც ბრძანებულა.

მაგრამ შემდეგ თამაშისთვის თავი დაუნებებიათ და სპორტული მედიცინა შეუსწავლიათ.

მორტენი ყვება: „როცა მივედით, კრისტიანი არ სუნთქავდა და სასწრაფოდ გულის  სარეანიმაციო ქმედებები დავიწყეთ. კარდიო დეფიბრილატორის გამოყენებაც მოგვიხდა.

ჩვენი საქმე გავაკეთეთ. საერთოდ, დახმარება მყისიერი გამოდგა. სამედიცინო პერსონალი უსწრაფესად მუშაობდა. არავინ იცოდა რა მოხდებოდა. ღმერთის წყალობით კრისტიანი გადარჩა.“