ნოვაკ ჯოკოვიჩი „როლან გაროსის“ გამარჯვებული გახდა. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი ხუთ სეტში დაამარცხა – 6:7; 2:6; 6:3; 6:2; 6:4.
შეხვედრამ 4 საათი და 20 წუთი გასტანა. ჯოკოვიჩმა მოსაგებად ბევრი ოფლი დაღვარა. სერბმა საწყისი ორი სეტი წააგო, მაგრამ შეძლო და თამაში სათავისოდ შემოატრიალა.
ნოლე პირველი ჩოგბურთელი შეიქნა, ვინაც „დიდი მუზარადის“ ტურნირების წრე მეორედ შეკრა. ამასთან, მე-19 დიდი ტურნირი მოიგო და ახლა როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს მხოლოდ ერთით ჩამორჩება. საამისოდ კი, წინ „უიმბლდონი“ აქვს…
ციციპასს კი, პირველი „დიდი მუზარადის“ მოგება ახლა არ გამოუვიდა და ბერძენმა ჩოგბურთელმა დიდ წარმატებაზე ფიქრი სამომავლოდ გადადო.