May be an image of 3 ადამიანი, people playing sports და ღია სივრცესაინტერესო სანაკრებო პაუზა დამთავრდა და ეროვნული ლიგის გათამაშება კვლავ განახლდა. ვერ გამოუვიდა კახა ცხადაძეს „დინამოში“ რიხიანი დებიუტი, თუმცა გუნდში მხოლოდ ორი კვირის მისულია და მაინცდამაინც მკაცრად ნუ განვსჯით. რიხიანიო –  იმიტომ ვთქვით, რომ მის მშობლიურ კლუბში მისვლას ძალიან დიდი, იმედით სავსე მოლოდინი ახლავს: ეგებ წლეულს მაინც მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგაში…

„შუქურასთან“ მატჩი სქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლისთვის პირველი ოფიციალური შეხვედრა გახლდათ „დინამოს“ თავკაცის რანგში. თუმცა, მანამდე, 2 ივნისს, დინამოელებმა საკონტროლო მატჩი გამართეს ქვედალიგელ „გარეჯთან“ და ნიდერლანდელი ფაბიან სპორკსლედეს ერთდერთი გოლით გაიმარჯვეს.

„შუქურასთანაც“ იგებდნენ. 64-ე წუთზე ზორან მარუშიჩმა თავისი მორიგი ბურთი გაიტანა და ბომბარდირთა დავაშიც 8 გოლით, კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს.

აი, ბოლოსკენ კი მასპინძელთა კარში საკამათო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ჯეფერსონ ჯერალდომ უნაკლოდ შეასრულა. საბოლოოდ – 1:1.

May be an image of 4 ადამიანი, people playing football და ღია სივრცე„ასეთი პენალტის დანიშვნის მიზეზი გაუგებარია. იმედია, ბატონი კობიაშვილი ამ საკითხს მიხედავს. სამსაჯო კომიტეტიც კარგად გაარჩევს ამ ეპიზოდს. ასე არ შეიძლება – ვნახე მომენტი და პენალტი არ არის. შეიძლება, ვცდებოდე. ასეთი ფაქტი სამწუხაროა. ფეხბურთელების ამდენი შრომა წყალში ჩაიყარა“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ცხადაძემ.

დინამოელთა წაფორხილებით მისმა უშუალო კონკურენტმა, „ბათუმმა“ ისარგებლა, აუტსაიდერ „თელავს“ 3:0 მოუგო და 34 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. უკვე მივეჩვიეთ, რომ ბათუმის სტადიონზე განსაკუთრებული საფეხბურთო ატმოსფერო სუფევს. ამჯერადაც ასე იყო და თამაშიც კარგი საცქერი გამოდგა. მასპინძელთაგან ბურთები ჯაბა ჯიღაურმა, გიორგი ნიქაბაძემ და გიორგი ზარიამ გაიტანეს.

სტუმრები 56-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ და ამით, ფაქტობრივად, საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანეს. გიორგი ფანცულაია მეკარესთან პირისპირ გადიოდა, საჯარიმოს ხაზთან ის სტუმარმა ვაჟა ფაცაციამ ხელით შეაჩერა და პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.

იყო კიდევ ერთი ეპიზოდი პირველ ტაიმში, რომელმაც შეხვედრა ძალიან გაალამაზა. აწ უკვე ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი, ბათუმელი ირაკლი აზაროვი, ორ თელაველ მცველს შორის ისეთი ფინტით გაძვრა, ნებისმიერ მსოფლიო ვარსკვლავს შეშურდებოდა.

„თელავის“ საქმე კი სულ უკან-უკან მიდის. ზედიზედ მეითხე მატჩი წააგეს და ჯერჯერობით გვირაბის ბოლოს შუქი არ ჩანს. თუმცა, ტურნირის ბოლომდე ჯერ საკმაო დროა დაჩენილი და ეგებ ყველაფერი დაკარგული არცაა მათთვის.

May be an image of 1 ადამიანი და playing a sport„ლოკომოტივმა“ კერკეტი „სამგურალი“ სტუმრად დაამარცხა და 27 ქულით მესამე ადგილზე დადგა. ეს „რკინიგზელთა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გახლდათ.

„საბურთალომ“ ერთ-ერთ ლიდერ „დილას“ მოულოდნელად დიდი ანგარიშით – 3:0 მოუგო და „ლოკომოტივს“ კვალში ჩაუდგა. საბურთალოელებს ლიდერი, ტრავმირებული გიორგი კოხრეიძე აკლდათ. გორელებს კი მთავარი მწვრთნელი, დისკვალიფიცირებული ანდრი დემჩენკო. გუნდი მინდორზე მისმა თანაშემწემ, რამაზ სოღოლაშვილმა გაიყვანა.

მასპინძელთაგან მოლდოველმა დმიტრი მანდრიჩენკომ იყოჩაღა – დუბლი მიითვალა.

„დილამ“ კი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მეტოქეს. არადა, ევროთასები ახლოვდება და ახლა მაქსიმალურად კარგ ფორმაში ყოფნაა საჭირო. გორელებს ხომ კონფერენციის ლიგაზე აქვთ სათამაშო.

იმერული დერბი „ტორპედოსა“ და „სამტრედიას“ შორის 1:1 დამთავრდა. ამით სამტრედიელებმა ქუთათურთა ზედიზედ სამმოგებიანი სერია შეწყვიტეს, თავად კი მიჯრით ამდენივეწაგებიანი სერია დაასრულეს.

დინამო 1:1 შუქურა

1:0 მარუშიჩი (64), 1:1 ჯერალდო (83 პენ)

საბურთალო 3:0 დილა

10 ტერა (31), 2:0, 3:0 მანდრიჩენკო (33, 38)

გაძევება: ნონდი (90) – დილა

ტორპედო 1:1 სამტრედია

0:1 ჟუნიორი (30), 1:1 ინკუმი (56)

სამგურალი 1:3 ლოკომოტივი

0:1 სიხარულიძე (7), 1:1 კუხიანიძე (19 პენ), 1:2 გავაშელიშვილი (27), 1:3 შონია (86)

ბათუმი 3:0 თელავი

1:0 ჯიღაური (50), 2:0 ნიქაბაძე (77), 3:0 ზარია (86)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო) – 8, დმიტრი მანდრიჩენკო (საბურთალო) – 7, იური ტაბატაძე (საბურთალო), გიორგი ფანცულაია, ჯაბა ჯიღაური (ორივე – ბათუმი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი) – 6