უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ მსაჯებთან და წესებთან დამარცხდა.
90 კილოგრამამდე მოჭიდავე ბექა ღვინიშვილი პირველივე ბრძოლაში შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს ხვდებოდა. ღვინიშვილი ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ შვეიცარიელი მეორედ დასცა ტატამზე. მსაჯმა ქართველის მოგება დააფიქსირა, მაგრამ მაგიდის მსაჯებმა ეპიზოდი განიხილეს, ჩვენებურს სახიფათო შეტევა ჰანსოკუმაკე (ფეხის არასწორი ჩახვევა) დაუფიქსირეს და წაგება ჩაუთვალეს.
70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე მარიამ ჭანტურიამ პირველ წრეში გაბონელი კარენე აგონო ვორა დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში გერმანელ მირიამ ბუტკერეიკთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
11 ივნისს ტატამზე 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავეები – ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე გავლენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
