„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-19 გამოკითხვის შედეგების გამოცხადება ცოტა კი დაგვიგვიანდა, თუმც მიზეზიც ობიექტურია  – კოვიდ პანდემია, რის გამო, შარშანდელი გამოკითხვაც ჩავარდა…

წლეულს, ისე როგორც წინა ორ ჯერზე, ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია ინტერნეტსივრცეში.

შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, 2017 წელს, „ლიდერბეთთან“ ერთად 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღვდგინეთ.

წლევანდელ გამოკითხვაში სარეკორდოდ ბევრი, 81 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ დაასახელეს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი… და საუკეთესო დებიუტანტი, რაც ჩვენი გამოკითხვისთვის სიახლეა.

ჟურნალისტებმა თავიანთი რჩეულები მაისში, ანუ სეზონის ბოლოს პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით დაასახელეს. ყოფილა და ამჯერადაც არის შემთხვევა, როცა კოლეგამ ნომინანტთა შორის ერთი ფეხბურთელი დაასახელა. ქულების დარიცხვის სისტემა მარტივია – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამე – 1. ქულები ჯამდება, შედეგები კი საჯაროა.

მთავარ სათქმელსაც მივადექით: ხმების აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებისა და რუსული „რუბინის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ვინც ჯამში 228 ხმა მოაგროვა. მას 81 დან 71-მა ჟურნალისტმა მიანიჭა პირველი ადგილი.

მეორე, ავსტრიული „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი; ხოლო მესამე ადგილი მედიამ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და ფრანგული „რეიმსის“ ნახევამცველ ჯაბა კანკავას არგუნა.

კლუბში თუ ეროვნულ გუნდში ბადალი არ ჰყავდა ხვიჩა კვარაცხელიას. სწორედ ის იყო საქართველოს ნაკრების ლიდერი, მთავარი ფეხბურთელი, მეგოლე, სული, გული და კიდევ რაც გენებოთ… არჩევანისას კი ჩვენი კოლეგების აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორედ ეროვნულ გუნდსა და კლუბში (რომელსაც მალე დატოვებს) თამაშის ხარისხით იხელმძღვანელა…

May be an image of 2 ადამიანი, people playing sports და ტექსტი, რომელიც შეიცავს '18 1 ooking.com'მოკლედ, ხვიჩა კვარაცხელია 2020-2032 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია, რაც თავისთავად ძალიან ბევრს ნიშნავს და მით უმეტეს, ჭაბუკისთვის… აწი მან იცის და მისმა ბიჭობამ.

ნომინანტთა შორის სულ 20 ფეხბურთელია, მათგან მხოლოდ სამი თამაშობს ეროვნულ ლიგაში. და კიდევ, პირველად „სარბიელის“ გამოკითხვის ისტორიაში საუკეთესოთა შორის დაასახელეს ქალი ფეხბურთელი, ეს გახლავთ ლანჩხუთელი ირინა ხაბურზანია… დანარჩენი კი ამ ცხრილებში ნახეთ…

ჟურნალისტიI ადგილიII ადგილიIII ადგილი
მიხეილ აბაიშვილი (სსჟა)კვარაცხელიამამარდაშვილიკანკავა
ილია ბაბუნაშვილი (sarbieli.com)კაშიაკვეკვესკირიმამარდაშვილი
სალომე ბალახაშვილი (allsport.ge)მამარდაშვილიფლამარიონიაზაროვი
ვასილ ბალახაძე (ქართლი)კვარაცხელიამამარდაშვილიკაშია
დავით ბანანაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)კვარაცხელიამამარდაშვილილობჟანიძე
ბიძინა ბარათაშვილი (სილქ სპორტი)მამარდაშვილიკვარაცხელიალობჟანიძე
კახა ბერიძემამარდაშვილიკვარაცხელიაკაშია
ელენე ბილიხოძე (პირველი რადიო)კანკავა
პაატა გელაშვილი (ლელო)კაშიაკვარაცხელიამამარდაშვილი
გიგა გვენცაძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი)კვარაცხელიამამარდაშვილიკაშია
ლაშა გოდუაძე (Mygoals.ge)მამარდაშვილილობჟანიძეზივზივაძე
ირაკლი გოგვაძე (crystalsport.ge)მამარდაშვილიკვარაცხელიაზივზივაძე
სოლომონ გულისაშვილი (sarbieli.ge)კვარაცხელიალობჟანიძემამარდაშვილი
ვოვა გუცაევი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)კვარაცხელიამამარდაშვილიაზაროვი
ვახო დარასელია (რადიო ფორტუნა)მამარდაშვილიკვარაცხელიაკაშია
გიორგი დარჯანია (tv პირველი)მამარდაშვილიკვარაცხელიალობჟანიძე
ედემი ელერჯია (სამეგრელო)კვარაცხელიამამარდაშვილილობჟანიძე
დავით ერაძე (tv მთავარი)მამარდაშვილიზივზივაძელობჟანიძე
სოფო ერქვანია (tv იმედი)კვარაცხელიამამარდაშვილიზივზივაძე
გიორგი ვაშაკიძე (sarbieli.ge)კვარაცხელიამამარდაშვილილობჟანიძე
გია თვალაბეიშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)კვარაცხელიამამარდაშვილიკაშია
ნინო თვალავაძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი)კვარაცხელიაკაშიაალთუნაშვილი
ლაშა თაბაგარი (ფეხბურთი)კვარაცხელიალობჟანიძექვილითაია
კობა ინასარიძე (sarbieli.ge)კანკავა
დავით კაკაბაძე (sarbieli.ge)კვარაცხელიალობჟანიძეაზაროვი
ალეკო კაკაურიძე (ლელო)კვარაცხელიამამარდაშვილიკაშია
დავით კაპიტანოვი (tv იმედი)მამარდაშვილიკვარაცხელიაზივზივაძე
მაგდა კლდიაშვილი (recorder.ge)მამარდაშვილიკაშიალობჟანიძე
მამუკა კუკულაძე (Crystalsport.ge)მამარდაშვილიზივზივაძეკვარაცხელია
მეგი კუპატაძე (სფფ)მამარდაშვილიკაშიაკვარაცხელია
დავით ლაშაური (TV იმედი)მამარდაშვილიკვარაცხელიაზივზივაძე
ცოტნე მრევლიშვილი (სპორტის სამინისტრო)კვარაცხელიამამარდაშვილილობჟანიძე
მერაბ მამულაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძე
ბექა მახათაძე (leadersport.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიოქრიაშვილი
გიორგი მელქაძე (worldsport.ge)მამარდაშვილილობჟანიძეზივზივაძე
დავით მინაშვილი (სფფ)კვარაცხელიამამარდაშვილილობჟანიძე
გიორგი მურვანიძე (აჭარა)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძე
ილია ნანობაშვილი (leadersport.ge)კვარაცხელიამამარდაშვილილობჟანიძე
ტატო ნიკურაძე (sport4me.ge )მამარდაშვილიკვარაცხელიაკაშია
გიორგი პავლიაშვილი (სილქსპორტი)მამარდაშვილიკვარაცხელიალობჟანიძე
თენგიზ პაჭკორია (Gruzia Online)კვარაცხელიამამარდაშვილიწიტაიშვილი
გია პლატონიშვილი (საქართველოს რესპუბლიკა)კვარაცხელიალობჟანიძეკაშია
მიხეილ ჟორჟოლიანი (sarbieli.com)მამარდაშვილილობჟანიძეკვარაცხელია
ლაშა რამაზაშვილი (tv რუსთავი 2)მამარდაშვილიკვარაცხელიახოჭოლავა
საბა საბანაძე (leadersport.ge)მამარდაშვილიკვარაცხელიალობჟანიძე
სალომე საგინაშვილი (crystalsport.ge)მამარდაშვილიკვარაცხელიაალთუნაშვილი
ხვიჩა სანიკიძე (soccerway)კვარაცხელიაკაშიალობჟანიძე
ლევან სალუქვაძე (სილქსპორტი )მამარდაშვილიკვარაცხელიალობჟანიძე
ია სართანია (TV ფორმულა)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძე
საბა საპანაძე (Geo Team)მამარდაშვილიკვარაცხელიალობჟანიძე
ნოდარ სიმსივე (tv იმედი)კვარაცხელიამამარდაშვილიზივზივაძე
დავით სხირტლაძე (Crystlsport.ge)კვარაცხელიაალთუნაშვილიმამარდაშვილი
ჯემალ ფარცახაშვილი (TV რუსთავი 2)მამარდაშვილიკვარაცხელიაკაშია
ირაკლი ფოფხაძე (Crystalsport.ge)მამარდაშვილილობჟანიძეკვარაცხელია
გიორგი ფულარიანი (რადიო NRJ)კვარაცხელიამამარდაშვილიალთუნაშვილი
მამუკა ქანთარია (გურია)მამარდაშვილიკვარაცხელიალობჟანიძე
დავით ქლიბაძელორიაკვარაცხელიალობჟანიძე
ლევან ღუდუშაური (საზოგადოებრივი მაუწყებელი)კვარაცხელიამამარდაშვილიყაზაიშვილი
ნიკა ტაბატაძე (Setanta)მამარდაშვილიკვარაცხელიალობჟანიძე
გია ტუხაშვილი (ლელო)კვარაცხელიამამარდაშვილიკაშია
ვაკო ყიფიანი (სილქსპორტი)მამარდაშვილილობჟანიძეკვარაცხელია
კაკი ყიფშიძე (leadersport.ge)კვარაცხელიალობჟანიძემამარდაშვილი
მერაბ ყუფარაძე (tv ფორმულა)მამარდაშვილიკვარაცხელიალობჟანიძე
ამირან შაიშმელაშვილი (live.ge)მამარდაშვილიკვარაცხელიალობჟანიძე
დიმა შარიქაძე (Crystalsport.ge)მამარდაშვილილობჟანიძეზივზივაძე
რატი შელეგია (კვირის პალიტრა)მამარდაშვილიკვარაცხელიალობჟანიძე
ნანა ჩოკორაია (სფფ)მამარდაშვილიკვარაცხელიალობჟანიძე
ბაჩო ცალუღელაშვილი (Goal.ge)მამარდაშვილილობჟანიძეკვარაცხელია
ხატია ცარციძე (post tv)მამარდაშვილიკვარაცხელიაზივზივაძე
სანდრო ცნობილაძემამარდაშვილიკვარაცხელიალობჟანიძე
პაატა ძნელაძე (ფეხბურთი)კვარაცხელიამამარდაშვილიკვეკვესკირი
გიორგი ხარშილაძე (leadersport.ge)მამარდაშვილიკვარაცხელიაკანკავა
ვაჟა ხუციშვილი (sarbieli.com)მამარდაშვილილობჟანიძეკვარაცხელია
თემურ ჯაფარიძედავითაშვილი
თამარ ჯიშკარიანი (TSFF.GE)ლობჟანიძეკვარაცხელიალორია
ფეხბურთელიI ადგილი / ქულაII ადგილი / ქულაIII ადგილი / ქულაქულა
ხვიჩა კვარაცხელია71 / 2136 / 12 3 / 3228
ოთარ კიტეიშვილი3 / 925 / 5011 / 1170
ჯაბა კანკავა4 / 1216 / 3217 / 1761
გურამ კაშია1 / 315 / 3014 / 1447
თორნიკე ოქრიაშვილი0 / 02 / 44 / 412
გიორგი ლორია2 / 62 / 41 / 111
გიორგი მიქაუტაძე0 / 03 / 63 / 39
ლაშა დვალი0 / 03 / 62 / 28
საბა ლობჟანიძე0 / 02 / 44 / 48
გურამ გიორბელიძე0 / 01 / 23 / 35
გიორგი ქვილითაია0 / 01 / 23 / 35
დავით ხოჭოლავა0 / 01 / 23 / 35
გიორგი ბერიძე0 / 00 / 05 / 55
გიორგი მაკარიძე0 / 02 / 40 / 04
ვაკო ყაზაიშვილი0 / 01 / 20 / 02
ბუდუ ზივზივაძე0 / 00 / 02 / 22
გიორგი მამარდაშვილი0 / 00 / 02 / 22
ლუკა გაგნიძე0 / 00 / 01 / 11
ოთარ კაკაბაძე0 / 00 / 01 / 11
ირინა ხაბურზანია0 / 00 / 01 / 11
გურამ გიორბელიძე70
გრიგოლ ჩაბრაძე6
გიორგი მიქაუტაძე2
ხვიჩა კვარაცხელია1
ლუკა გაგნიძე1