უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოსტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტატო გრიგალაშვილმა ფინალურ შეხვედრა ბელგიელ მატიას კასესთან, დამატებით დროში, იპონით წააგო და მხოლოდ ვერცლის მედალი ირგუნა.
არადა, ჩვენებურმა ფინალამდე ჯერ სამხრეთკორეელი ძინ ლი მუნი დაამარცხა იპონით, შემდეგ შვედ რობინ პაცეკს ვაზარით აჯობა, მერვედფინალში ბერძენ ალექსიოს ნტანანციდისს 50 წამში მოუღო ბოლო, ხოლო ბელგიელ სამი ჩუჩის – წუთნახევარში. უფრო შთამბეჭდავი ნახევარფინალი იყო, სადაც 23 წამში ბეჭებზე ნიდერლანდელი ფრენკ დე ვიტი დააგდო.
დღესვე, ამავე წონაში ლუკა მაისურაძემ მეოთხედფინალში უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევთან წააგო და ტურნირს უმედლოდ დამეშვიდობა. მანამდე ლუკამ ამერიკელი რაითი და კანადელი ბრიანდსი დაამარცხა.
10 ივნისს ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90) და მარიამ ჭანტურია (70) იჭიდავებენ.





