ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა. რომელ ადგილზეა ქართველი ჩოგბურთელი?ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტში დაწყებულ ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 618.735 ევროა, პირველ წრეში მასპინძელ დასტინ ბრაუნს 6:3; 7:6 მოუგო.

ბასილაშვილი ტურნირზე მე-5 ნომრად არის განთესილი, ხოლო 36 წლის ბრაუნი რეიტინგში 330-ე ჩოგანია. შედეგად ჩვენებურს გამარჯვება არ გასჭირვებია.

პირველ სეტში ბასილაშვილი 5:0 დაწინაურდა, შემდეგ ზედიზედ სამი ქულა დათმო, მაგრამ მეტოქეს მეტის უფლება არ მისცა.

მეორე სეტში თანაბარი ბრძოლა იყო: ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებას არ თმობდნენ და საქმე ტაი ბრეკამდე მივიდა. მინი გეიმში ნიკოლოზმა 7:4 იმარჯვა და შემდეგ წრეში გავიდა, სადაც ხორვატ მარინ ჩილიჩსა და კიდევ ერთ გერმანელ რუდოლფ მოლეკერს შორის გამარჯვებულს შეხვდება