ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ნაკრების კაპიტან სერხიო ბუსკეტსს covid-19 დაუდასტურდა. საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებულმა ტესტირებამ მხოლოდ ერთი კოვიდიანი ფეხბურთელი აღმოაჩინა და ის პროტოკოლის დაცვით, სასწრაფო დახმარების მანქანით, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

რასაკვირველია, ბუსკეტსს შეკრებაზე სხვა ადამიანებთანაც ექნებოდა კონტაქტი. ისინი გამოავლინეს და დანარჩენი ჯგუფისგან განაცალკევეს. ამიერიდან, ესპანეთის ნაკრები ვარჯიშებზეც დაიყოფა. დროებით, ფეხბურთელთა ის ჯგგუფი, რომელსაც კაპიტანთან კონტაქტი ჰქონდა, ცალკე ივარჯიშებს.

ექიმები კვლევებს და ტესტირებას გააგრძელებენ. დადგინდება ისიც, თუ როდის დაუბრუნდება ბუსკეტსი „ლა როხას”.

ბარსელონელი ვარკსვლავის დაავადებამ ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციას ლიტვასთან ამხანაგური თამაშისთვის გადასხვაფერებაც აიძულა. თამაში შედგება, მაგრამ ლიტვის ეროვნულ გუნდს 21 წლამდელი ესპანელები შეხვდებიან. ფედერაცია ფანებს გაყიდული ბილეთების საფასურს დაუბრუნებს.

ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთი პირველ შეხვედრას 14 ივნისს შვედეთთან ჩაატარებს.