Federer: 'I'd Prefer To Be In Nadal Or Djokovic's Shoes' | ATP Tour | Tennisლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა „როლან გაროსი“ დატოვა.

39 წლის ვეტერანი მერვედფინალში მატეო ბერეტინის 7 ივნისს უნდა დაუპირსიპირებოდა, მაგრამ თუ „მხირული როჯერის“ სიტყვებით ვენდობით, იტალიელი მეოთხედფინალში უბრძოლველად გავა.

„მერვედფინალში ვარ და ეს დადებითი შედეგია, მაგრამ ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ტურნირის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე. ასეთ დატვირთვებს ჩემთვის ძალიან დიდი ენერგია მიაქვს და შესაძლოა, რომ ამ ეტაპზე დასვენება ყველაზე კარგი ვარიანტი იყოს. ჩემი აზრით, სჯობს ძალები სწორად გადავანაწილო და უიმბლდონს კარგ ფორმაში შევხვდე.

ძალიან მსურს ნადალის ან ჯოკოვიჩის ადგილზე ვიყო, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ და „როლან გაროსის“ მოგებას გეგმავენ“, – აცხადებს ფედერერი.