მირალემ პიანიჩის მომავალი იტალიაშია. მან გაარკვია, რომ რონალდ კუმანი „ბარსელონას” მწვრთნელად რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ ათამაშებენ და „კამპ ნოუდან” გაქცევაზე დაიწყო ფიქრი.
პიანიჩი გახლავთ 31 წლის ბოსნიელი ფეხბურთელი (ნაკრებში 100 თამაში, 16 გოლი), რომლის სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის თანახმად 28 მილიონი ევროა და რომლის დაბრუნება „იუვენტუსს” სურს. შესაძლოა, ესპანეთის მესამე და იტალიის მეოთხე გუნდებმა საიჯარო ხელშეკრულება გააფორმონ და ფეხბურთელის ხელფასი „იუვემ” იხადოს.
შარშან, ტურინიდან კატალონიის დედაქალაქში პიანიჩის გადასვლას, სატრანსფერო კომბინაციის ნაწილად თან ახლდა ბრაზილიელი არტურის საპირისპირო მიმართულებით, ბარსელონადან ტურინში გადაბარგება. ვერც არტურმა ივარგა „ბებერი ქალბატონის” შემადგენლობაში. ახლა, „იუვეც” მის გაყიდვას აპირებს და არ არის გამორიცხული „პარი სენ ჟერმენში” დააბინაოს. ეს შეიძლება იყოს სუფთა ტრანსფერი ან კომბინაცია — ფეხბურთელების გაცვლას პლუს ფულის დამატება.
პიანიჩი „ბარსელონაში” ჩავიდა, როგორც კარგი რეპუტაციის მქონე, გამოცდილი ფეხბურთელი, მაგრამ კუმანმა ის ფაქტობრივად არ ათამაშა.
ვისში შეიძლება გაუცვალოს „ბარსელონამ” „იუვენტუსს” არტური? კატალონიური წყაროების თანახმად 21 წლის მატეის დე ლიხტში, 30 წლის ალექს სანდროში ან 23 წლის როდრიგო ბენტანკურში.