No description available.ჯერ იყო და, 2020 წლის ზაფხულში ჩვენს სარაგბო ნაკრებს სამხრეთ აფრიკაში საამაყო ტესტ-მატჩი გაუუქმდა, შემდეგ კი 7 ნოემბერს საფრანგეთთან გასამართი ტესტიც ჩაეშალა… თუმც რაც ბორჯღალოსნებმა შარშან დაკარგეს, წლეულს აუნაზღაურდებათ.

მაგრამ „ქურციკებმა“ წლეულს შარშანდელი გაუქმებული ორმაგად აანაზღაურეს და ქართველებს ორი ტესტის გამართვა შესთავაზეს. გადაწყდა, რომ მსოფლიო ჩემპიონთან ქართველთა ორივე ჯახი „ქურციკთა“ სამშობლოში გაიმართება – 2 და 9 ივლისს.

დაკარგულის აღდგენა ფრანგებმაც გადაწყვიტეს და ახლახან გამოცხადდა, რომ 14 ნოემბერს ბორდოს „მატმუტ ატლანტიკზე“ „ლე ბლე“ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

ეს იქნება ფრანგთა და ქართველთა მეორე შეხვედრა. პირველად ეს 2007 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას მარსელში მოხდა და მაშინ მასპინძლებმა ბორჯღალოსნები დაუნდობლად გაანადგურეს – 64:7.