სერია A-ს ორგანიზატორებმა სეზონის შეჯამება დაიწყეს და პოზიციების მიხედვით საუკეთესოები დაასახელეს.

ბუნებრივია, ჩემპიონი „ინტერის“ წევრებს გარკვეული ფორა ჰქონდათ და მჯობნის მჯობნიც მათგან შეირჩა.

24 წლის ნიკოლო ბარელა არც ძალიან ქუხს და არც ძალიან შედეგიანია – სულ 3 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა სეზონში. სამაგიეროდ, ბარელა სტაბილურობის განსახიერებაა და 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სპეციალისტებს ნამდვილად არ გაჰკვირვებიათ, რომ ის სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარეს.

Nicolo Barella | Skills and Goals | Highlights - YouTube