მსოფლიოს მეორე ჩოგანი ნაომი ოსაკა „როლან გაროსიდან“ მოიხსნა.
მიზეზი – ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარი.
23 წლის იაპონელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2018 წელს პირველი სლემტიტულის მოპოვების შემდეგ მუდმივად აწუხებდა დეპრესიის ხანგრძლივი შეტევები. ჯერ კიდევ გასულ კვირაში ნაომიმ თქვა, რომ ფსიქოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით არ მიიღებდა მონაწილეობას მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებში.
არადა, WTA და ATP-ის დებულებით, ეს სავალდებულო პროცედურაა. შესაბამისად, ნაომი სახლში წავიდა.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
