ბაჩო ხურციძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე თავის კანდიდატურას  წამოაყენებს - 1TVკაცმა რომ თქვას, რა უნდა გაგიკვირდეს ორგანიზაციისგან, სადაც ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ და არგუმენტებს იარაღის ტრიალით ამყარებენ? ალბათ, არც არაფერი.

თუმცა შევნიშნოთ: თუკი აქამდე რაგბის კავშირში დაპირისპირებული ჯგუფები ერთმანეთს ემიჯნებოდნენ, ახლა მოახერხეს და… საკუთარ თავს გაემიჯნენ.

უკვე გვეწერა, რომ საქართველოში ჩამოსულ ლიეტუვას 7-კაცა ნაკრებს, აქაური რაგბის კავშირიდან არც ვინმე დახვდა და არც ვინმემ გააცილა. ბუნებრივია, სტუმრები ნაწყენები და შეურაცხყოფილები დარჩნენ.

ცხადია ისიც, რომ ფაქტის შესახებ რაგბის კავშირის უფროსობასაც მოუხდა განმარტება. გუშინ,  რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა (ბაჩო) ხურციძემ განაცხადა:

„ლიტვის ნაკრები ჩამოვიდა ყოველგვარი ოფიციალური მომართვის, მოწვევის გარეშე“.

ახლა კი ამ წერილს გადავხედოთ. მოსაწვევი წერილი 20 მაისით თარიღდება. მასში წერია, რომ ლიეტუვას 7-კაცა ნაკრებს საქართველოში 27-31 მაისს ელიან. მითითებულია სასტუმროც, სადაც სტუმრები უნდა დაბინავდნენ.

და ვინ აწერს ხელს ამ მოწვევას?! კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა (ბაჩო) ხურციძე. დიახ, სწორედ ის ხურციძე, რომელმაც წუხელ განაცხადა, ლიტვის ნაკრები ჩამოვიდა ყოველგვარი ოფიციალური მომართვის, მოწვევის გარეშეო.

რაღა კომენტარი სჭირდება ამ ამბავს, როცა კაცი საკუთარ ხელმოწერას ემიჯნება?

იმას მაინც ნუ ამბობთ, რაგბი ჩვენი თამაშიაო. თქვენ თამაშს რაგბისთან საერთო არაფერი აქვს.

წილი
წინა სტატიაჩვენ ერთად…
შემდეგი სტატიასეზონის საუკეთესო იტალიური
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...