მსოფლიოს 31-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა „როლანნიკოლოზ გაროსი“ წარმატებით დაიწყო. ჩვენიანმა ტურნირის პირველ წრეში სერბი დუშან ლაიოვიჩი ოთხ სეტში 6:4 6:3 0:6 6:2 დაამარცხა.
მატჩის სტარტი სერბ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა და 5 გეიმში ლაიოვიჩმა ნიკას მოწოდება ორჯერ მოიგო. თუმც მერე და მერე ბასილაშვილმა უკლო. შედეგიც მალე მოვიდა – ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და ფაქტობრივად წაგებული სეტის მოგება შეძლო 6:4.
მეორე სეტის მე-9 გეიმში ნიკამ კიდევ ერთხელ დააბრეიკა მეტოქე და სეტიც სათავისოდ დაასრულა 6:3. მესამე პარტიაში კი ბასილაშვილმა ეტყობა დასვენება და ძალების დაზოგვა გადაწყვიტა და სეტიც ნულზე დათმო.
სამაგიეროდ, ნიკამ მეოთხეს დასაწყისშივე აართვა მოწოდება სერბს, მერე მეორედაც წაიღო მეტოქის მოწოდება და საბოლოოდ მატჩი სათავისოდ დაასრულა.
მატჩი 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა.
„როლან გაროსის“ მეორე წრეში ბასილაშვილი მსოფლიოს 97-ე ჩოგანს, ესპანელ კარლოს ალკარას შეხვდება.





