ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირა რჩება და საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლაშა გუჯეჯიანს იძულებითი ცვლილებების გაკეთება მოუწია.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 6-13 ივნისს უმასპინძლებს მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოსიტებს. იქ უნდა ყოფილიყო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლუხუმ ჩხვიმიანიც (60კგ), მაგრამ ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს. უნგრეთში ვერც ილია სულამანიძე წავა (100). მათ ნაცვლად გუჯეჯიანმა ნუგზარ ტატალაშვილსა(73) და ტატო გრიგალაშვილს (81) უხმო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთია:
ვაჟები: თემურ ნოზაძე (60); ვაჟა მარგველაშვილი (66); ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73); ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი (ორივე 81); ბექა ღვინიაშვილი (90); ვარლამ ლიპარტელიანი (100); გელა ზაალიშვილი (+100).
ქალები: ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი (ორივე 52); ეთერ ლიპარტელიანი (57); მარიამ ჭანტურია (70); სოფიო სომხიშვილი (+78).