ეკატერინე გორგოძე როლან გაროსს პირველივე წრეში დაემშვიდობა.
ეკომ კარგად გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და ძირთად ბადეში დანიელ კლარა ტაუსონს გადაეყარა. გორგოძემ იომა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერს გახდა – 4:6; 2:6.
პირველ სეტში თამაში თანაბრად მიმდინარეობდა და მეტოქეები 4:4-მდე მივიდნენ. შემდეგ დანიელმა ჯერ თავისი მოწოდება წაიღო, მეორე გორგოძესაც წაართვა და სეტი სათავისოდ დაამთავრა.
მეორე სეტი ეკომ ბრეიკით დაიწყო, რასაც თავისი მოწოდებაც მიაყოლა და 2:0 დაწინაურდა. თითქოს, საქმე, მესამე, გადამწყვეტ სეტამდე უნდა მისულიყო, მაგრამ ქართველმა ჩოგბურთელმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მეტიც, დარჩენილი ყველა ქულა მეტოქეს დაუთმო და ტურნირს დაემშვიდობა.





