Ole Gunnar Solskjær prepares to spend on 'short-term fix' at Manchester  United | Manchester United | The Guardian„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე დაიწყო გუნდის გაძლიერებაზე ფიქრი. მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ის 5 ფეხბურთელი დაასახელა ვისთან მუშაობაც სურს შემდეგ სეზონში.

„მანჩესტერი“ პირველ ყოვლისა ორი მადრიდული გუნდის ფეხბურთელებზე ამახვილებს ყურადღბას. მადრიდის „რეალიდან“ ფრანგი მცველის რაფაელ ვარანის შეძენა სურთ, ხოლო  „ატლეტიკოდან“ ინგლისელი განაპირა მცველის კიერან ტრიპიერის გადაბირებას ცდილობენ.

სულშერმა, არა მარტო დაცვის, შეტევის გაძლიერებაზეც ბევრი იფიქრა. „ტოტენჰემის“ თავდამსხმელს, ჰარი კეინს, როგორც ცნობილია გუნდის დატოვება სურს. მის გადასაბირებლად ბევრი გუნდი იბრძვის, თუმცა ყველაზე ახლოს მანჩესტერული გრანდები არიან. „მანჩესტერ იუნაიტედიც“ და „მანჩესტერ სიტიც“, 27 წლის ინგლისელში 80 მილიონს იხდიან, მაგრამ „ტოტენჰემი“ 120 მილიონს ითხოვს. 80 მილიონთან ერთად, „მანჩესტერი“ თანახმაა ან ფრანგი შემტევი ანტონი მარსიალი ან ინგლისელი ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი დათმოს.

ბევრი იწერება იმაზე, რომ შეიძლება კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთხელ ვიხილოთ მანჩესტერში. ჯერჯერობით რონალდუსგან არაფერი ისმის, მას ჯერ არ გადაუწყვეტია სურს თუ არა წასვლა იუვენტუსიდან.

რაც შეეხება დეკლან რაისს, „ვესტ ჰემისა“ და ინგლისის ამომავალ ვარსკვლავს, მასზე არაერთი ინგლისური გუნდი ფიქრობს, „მანჩესტერი“ მის ყიდვას უკვე მეორე წელია ცდილობს, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველს ჯერჯერობით „ვესტ ჰემიდან“ წასვლა არ აქვს გადაწყვეტილი.