29 წლის ეკა გორგოძემ კარიერის ყველაზე სერიოზულ წარმატებას მიაღწია – „როლან გაროსის“ ძირითად ბადეში ითამაშებს.

საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში გორგოძემ ესპანელი ნურია პარიზას დიასი ორ სეტში – 6:3; 6:4 დაამარცხა. მატჩი საათნახევარს გაგრძელდა. ზოგადად, როგორც ქალთა ჩოგბურთში, ამ შეხვედრაშიც ორივემ მრავლად დათმო საკუთარი მოწოდება. თუმცა, ჩვენებურმა უფრო მეტჯერ იხეირა – ოთხჯერ შეასრულა ბრეიკი, მხოლოდ ორჯერ დათმო და სეტიც მოიგო.

არანაკლებ დრამატული გამოდგა მეორე სეტიც: გორგოძე თავიდან 1:3 ჩამორჩა, თუმც ანგარიში 5:3 კი გახადა. გორგოძე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ აბა ისე როგორ იქნება, რომ ქართველმა სპორტსმენმა საქმე სანერვიულოდ არ გახადოს. ჰოდა, მოწოდება დათმო და მეტოქეს გათანაბრების შანსი მისცა. თუმცა, ნერვიულობა ხანმოკლე აღმოჩნდა – გორგოძემ იქვე დაიბრუნა ბრეიკი და გამარჯვა კიდეც.