May be an image of ერთი ან მეტი ადამიანი და ტექსტი„დინამო“ თბილისი კახა ცხადაძემ ჩაიბარა. ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება გიორგი ნემსაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემდეგ მიიღო.

ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ ხმაურდება, მაგრამ კლუბი უახლოეს პერიოდში პრესკონფერენციას გეგმავს და ყველა დეტალის გაჟღერებას იქ აპირებს.

ცხადაძემ მწვრთნელობა ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას დაიწყო, როდესაც თბილისის „ლოკომოტივში“ მოთამაშე მწვრთნელი იყო. 2005 წელს თბილისის „დინამო“ გააჩემპიონა და სუპერთასიც მოიგო, მერე ბოლნისის „სიონში“ გადავიდა და უკვე იქ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

შემდეგ 52 წლის სპეციალისტისთვის უცხოური კარიერა დაიწყო – ჯერ აზერბაიჯანული „სტანდარტი“ და „ინტერი“, შემდეგ ყაზახური „ქაირათი“ და „ორდაბასი“.

აზერბაიჯანში და ყაზახეთში მუშობის შუაში – 2015-2016 წლებში – საქართველოს ნაკრებსაც წვრთნიდა. 2020 წლის შემდეგ კი უმუშევარია.

ცნობილი გახდა ისიც, რომ კახა ცხადაძეს ასისტენტობას მასთან თანამშრომლობაში გამოცდილი გიორგი ჩიხრაძე გაუწევს.