შესაძლოა, ბევრისთვის სადავო თემა იყოს, მაგრამ როგორც „დორტმუნდის“ პრესსამსახური იუწყება, ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ერლინ ჰოლანდი დასახელდა.
და რობერტ ლევანდოვსკი?
პოლონელს ფანტასტიური სეზონი ჰქონდა და შედეგიანობაში ლიგის ყველა დროის რეკორდი მოხსნა – 41 გოლი.
თუმცა, ჯაბანი არც ყმაწვილი ნორვეგიელი იყო – 28 შეხვედრაში 27 გოლის გატანას და 8 საგოლე გადაცემის შესრულებას გვარიანი ბიჭობა უნდა.
და ეს სადებიუტო სრულ სეზონში! და ეს 20 წლის ასაკში!
ალალია!






