საფრანგეთის დედაქალაქი „როლან გაროსის“ მოლოდინშია. „დიდი სლემის“ ტურნირის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილიც იასპარეზებს, მაგრამ მანამდე საქმეში მარიამ ბოლქვაძე ჩაერთო
ჩვენებურმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ნახევარფინალშიც გავიდა.
ბოლქვაძეს (220-ე ჩოგანი) მეტოქედ 225-ე ჩოგანი უკრაინელი კატერინა ბონდარენკო ჰყავდა. ჩვენებურმა ორ სეტში – 6:4, 6:3 იმარჯვა. მატჩი 1 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა.
კვალიფიკაციის ნახევარფინალში ბოლქვაძე ვერა ზვონარევას დაუპირისპირდება. რუსმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში ბრიტანელი ფრანჩესკა ჯონსის ბარიერი გაიარა – 6:1, 6:2. თავის დროზე ეს რუსი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის ხუთეულში იყო.